ნეტგაზეთის ინფორმაციით, აფხაზეთში, ერთ-ერთი სამედიცინო
დაწესებულების თანამშრომელი ექიმი, საქართველოს კონტროლირებად
ტერიტორიაზე მკურნალობს.
პაციენტს, კორონავირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზევე დაუდასტურდა, თუმცა,
ადგილზე მკურნალობაზე უარი თქვა.
აფხაზური მხარის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით [რომელსაც
ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს], აფხაზეთში კორონავირუსით
ინფიცირებულია 98 პაციენტი, რომელთაგან 37 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი
კი, – გარდაიცვალა.