უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ
მსხალგორში და ბაისუბანში.
დატბორილია სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო
სეტყვაც, თუმცა ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ
არ აქვთ.