უხვმა ნალექმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში და ბაისუბანში. დატბორილია სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო სეტყვაც, თუმცა ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

წყარო: პირველი არხი
Print