საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი
stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962
-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 280
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.