მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში შევიდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტებისგან ის მიიღებს ინფორმაციას, რომელი ფაილების წაკითხვაც და აღდგენაც მათ შეძლეს.

„დეშიფრაცია დასრულა. ეს პროცესი დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც არის სავალდებულო და რომლის წაკითხვის შედეგად გვეცოდინება თუ რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას პერსონალურ კომპიტერში. ვნახავთ, გავივლით ექსპერტებთან ერთად და გვეცოდინება იყო შეღწევა თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია და აბსოლუტურად დეტალურად გვეცოდინება ყველაფერი. ხედავთ, რომ ძალიან დიდი მასალაა, საკამოდ დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს",-
განაცხადა რამიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ის დღეს გამომძიებელსაც შეხვდება იმის გასარკვევად, როდის იქნება სხვა ექსპერტიზის პასუხები.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Print