ჩვენს მხარდამჭერებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ - „ლელო საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაცია
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურად მურადოვი მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

მურადოვმა რადიო „მარენულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები და აქტივისტები მის მხარდამჭერებს აშინებენ და მოუწოდებენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერთონ.

„იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს და ამბობენ ღიად, რომ არჩევნების დროს ჩვენს გვერდით იქნებიან, მიდიან გარკვეული ჯგუფები თუ ადამიანები ელაპარაკებიან, რაღაცეებს ესაუბრებიან, აშინებენ, აშანტაჟებენ და მეორე დღეს ეს ადამიანი მოდის და მეუბნება, რომ დიდ პატივს გცემ, თქვენს გვერდით ვართ, არჩევნებზეც მხარს დაგიჭერთო, მაგრამ არ მინდა რომ პოლიტიკური სუბიექტის გვერდით გამოვჩნდეო“ - ამბობს მურად მურადოვი

მურადოვის განმარტებით, მის მხარდამჭერებზე ზეწოლის უკვე სამი დადასტურებული ფაქტი აქვს, მაგრამ არ სურს არც აქტივისტების ვინაობისა და არც მათზე ზეწოლის განმახორციელებელი პირის ვინაობის გამხელა, რადგან ამით შესაძლოა „ლელო საქართველოს“ აქტივისტებს უფრო დიდი პრობლემები შეექმნათ.

პარტიის მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლა/მუქარის ფაქტებზე საუბარია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშიც.

„ლელო საქართველომ“ მარნეულის რაიონული ორგანიზაცია პირველ ივლისს გახსნა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები