საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში
კორონავირუსის 1197 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 974
გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მოანაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.