ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ
24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ ერთ საათში
247, ან ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს,- ამის
შესახებ ინფორმაციას Reuters -ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით
ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 700
000-ს გადააჭარბა.
ფატალური შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატები
დგას, შემდეგ მოდიან ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.
Reuters -ი წერს, რომ აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის
გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ. ბოლო პერიოდში ინფიცირებულების
რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში,
ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და
ისრაელში.
„ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის
დასასრული ჯერ კიდევ შორსაა,“- წერს Reuters -ი.