მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, გარე განათების მოსაწყობად, ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გარე განათების მოწყობა იგეგმება. ადგილობრივმა თვითმართველობამ დამია გეურარხში, ქვემო სარალსა და კასუმლოში გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 249 669 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა, ქვემო სარალსა და დამია გეურარხში განათება ადგილობრივი ბიუჯეტით კეთდება, ხოლო კასუმლოს შემთხვევაში, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც აქვთ.

აღნიშნული ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტმა დღეს, 5 ავისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენდენტებს 21-26 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები