მდინარეში მოზარდი დაიხრჩო
ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზიკილიასთან, მდინარე მტკვარში არასრულწლოვანი დაიხრჩო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარი ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები