სიახლე
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
მეგობრობის გამზირზე, "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და შემდეგ კი დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა.

ავტომობილმა დეფორმაცია მიიღო და მძღოლი გადმოსვლას ვერ ახერხებდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტომობილი დაჭრეს, რის შემდეგაც მამაკაცი გადმოიყვანეს და "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია