შატილისკენ მიმავალი გზის მშენებელი კომპანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დაჯარიმდა
კომპანია, რომელიც შატილისკენ მიმავალ გზას აშენებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა, რის შედეგადაც, კომპანია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად დაჯარიმდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გზის პარამეტრები გაუმჯობესდება, გზის სავალი ნაწილი გაფართოვდება, ბაგიროვანი ზღუდარები მოეწყობა და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

წყარო: On
Print