სიახლე
5 ყველაზე მდიდარი პარტია აუდიტის ანგარიშის მიხედვით
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ 6 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში შემოსავლის სახით 12 878 002 ლარი მიიღეს, აქედან შემოწირულობა 7 მილიონ ლარზე მეტია.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობის თანხა შემოწირულობის სახით მმართველმა პარტიამ მიიღო:

„ქართული ოცნება“ – 4 720 251 ლარი;
„ლელო საქართველოსთვის“ – 1 494 915 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 465 869 ლარი;
„ევროპული საქართველო“ – 145 900 ლარი
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 144 000 ლარი;
სხვა პარტიები – 33 596 ლარი.

ჯამში პოლიტიკური პარტიების შემოსავლები 2020 წლის პირველი 6 თვეში ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 5 929 492 ლარი;
„ლელო საქართველოსთვის“ – 1 494 915 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 047 180 ლარი;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 948 246 ლარი;
„ევროპული საქართველო“ 749 255 ლარი;
სხვა პარტიები – 2 708 914 ლარი.

შემოსავლების მიხედვით, „ქართული ოცნება“ გასულ წელსაც 7 036 166 ლარით ლიდერობდა. 2019 წელს შემოსავლები სხვა პარტიებზე ასე ნაწილდება:

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 676 618 ლარი;
„ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 489 828 ლარი;
„მოძრაობა ლელო“ – 520 000 ლარი;
სხვა პარტიები – 6 097 286 ლარი.



წყარო: publika.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია