სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა,
სახელმწიფო ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.
გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც
სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული
აქვთ, სახელმწიფო 2020-21 სასწავლო წლის საფასურს აუნაზღაურებს.
“ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე,
სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის
ანაზღაურებას. გარდა ამისა, ყველა სტუდენტს, 150 000 სოციალურ
ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის
საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1
წლის, 2020-21 წლის სწავლის საფასურს – 1225 ლარს”, –
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი
ისარგებლებს.