სიახლე
“ფრონტერას” თანამშრომლები ერთჯერადად სახელმწიფოსგან 1200 ლარს მიიღებენ – თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია “ფრონტერას” 84 თანამშრომელს, რომელთა მიმართაც კომპანიას 17-თვიანი დავალიანება აქვს, სახელმწიფო ერთჯერად კომპენსაციას გასცემს.

საუბარია 1200-ლარიან დახმარებაზე, რომელსაც მინისტრის მტკიცებით, დასაქმებულებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გადაუხდის. თურნავამ მთავრობის 6 აგვისტოს სხდომის დასრულების შემდეგ ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე კომპანიასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მეტიც, იგეგმება შეხვედრა “გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად”.

“დღემდე დიდ პრობლემად რჩება ის 84 ადამიანი, “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც გასული წლის დეკემბერში კომპანიამ გაათავისუფლა და რომელთა მიმართაც, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება. ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ…

მივიღეთ გადაწყვეტილება ერთჯერადი დახმარების სახით, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაწიოს მათზე დახმარება, რაც გულისხმობს 1200 ლარს თითო ადამიანზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ “ფრონტერას”, დღეს, როცა შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობს, იმისთვის, რომ საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულონ, მოველით, რომ დაფარავენ ამ სახელფასო დავალიანება,”
– ამბობს თურნავა.




FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია