საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1213-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7-ით გაიზარდა და 994-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 333.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print