მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 261 406-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, 12 363 249 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 717 717 კი - დაიღუპა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, რუსეთში, სამხრეთ აფრიკასა და მექსიკაში.

წყარო: ნეტგაზეთი
Print