ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კორონავრუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ინფიცირების ახალი შემთვევები ოჯახური კონტაქტის შედეგია. რამდენიმე დღის წინ ერთ ოჯახში კორონავირუსით ჯერ მამა დაინფიცირდა, ხოლო დღეს ინფიცირება მეუღლესა და შვილს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გარდაბნის მუნციპალიტეტში კორონავირუსის სულ 70 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გამოჯანმრთელებულია 10.

წყარო: ინფო რუსთავი
Print