საქართველოს აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა აიგულ ისაევამა თანამდებობა დატოვა

დღეს, 7 აგვისტოს, საქართველოს აზერბაიჯანელების ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა აიგულ ისაევამ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.



აიგულ ისაევა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ცენტრის დირექტორობის ერთ წელს იხსენებს. მისი თქმით, ცენტრის გახსნიდან დღემდე, ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია დაამყარა და მათი მიზიდვისათვის ყოველთვის სასარგებლო სიახლეებს სთავაზობდა.

„ინტეგრაციის ცენტრში დიდი საქმეები გაკეთდა. ყოველდღიურად რაიმე ღონისძიებას, კრებას ვატარებდით. თავდაპირველად 7 კურსი გაიხსნა. შემდეგ ახალგაზრდა ლიდერების ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ჩავატარეთ. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა თემებზე, ჩვენს ახალგაზრდებს შევახვედრეთ. თეატრ ერასთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტი გვქონდა. იუნუს ემრესთან კურსები დავიწყეთ. ახალგაზრდები ისტორიული ადგილების მოსანახულებლად წავიყვანეთ, რათა ცოდნა მარტო წიგნებიდან არ მიეღოთ და თავისი თვალით ენახათ ყველაფერი“ - ამბობს აიგულ ისაევა

ისაევა აცხადებს, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში, ცენტრში 600 სტუდენტი სწავლობდა. ის აცხადებს, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა საინტერსოა. ისაევამ თქვა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ მას ბევრმა სტუდენტმა დაურეკა.

აიგულ ისაევამ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ახალ დირექტორზეც ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრის დირექტორად მისი ერთ-ერთი დამფუძვნებელი, პოეტი-პუბლიცისტი რაფიგ ჰუმბათი დაინიშნა.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები