მარნეულის საბავშვო ბაღები რეკომენდაციების მოლოდინში
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესისი განახლებისთვის, პროტოკოლის შემუშავება მიდინარეობს. შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება. სიახლეების მოლოდინშია მარნეულის N3 საბავშვო ბაღის დირექტორი, ქეთევან მინაძეც, რომელსაც ჯერჯერობით უჭირს იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეძლებენ ბაგა ჯგუფში ბავშვების გაკონტროლებას.

„აქ განსაზღვრული არის 2 – 2.5 მეტრი ერთ ბავშვზე, ადრე ასეთი მოთხოვნაც იყო. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რაც პანდემიამ გამიწვია, შესაძლებელია დღეში ორჯერ გაკეთდეს სადენზინფექციო სამუშაოები. დავამუშაოთ იატაკი, ავეჯი, სათამაშოები. ანუ, დლით ბავში რომ მოვა, დახვდება გასუფთავებული ყველაფერი რაც ჯგუფშია - ჭურჭლიდან დაწყებული. ერთადერთი, რაც მაღელვებს და არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება, არის ის, რომ მართალია ხელებს ვაბანინებთ ბავშვებს, ამისთვის თბილი წყალიც გვაქვს და სადენზიფექციო ხსნარიც გვექნება, მაგრამ ბავშვი თამაშის დროს სათამაშოს რომ პირში ჩაიდებს როგორ უდა მოვიქცეთ თუნდაც მარტო ხის სათამაშოები დავტოვთ და რბილი სათამაშოები ამოვიღოთ. ჯერ ზუსტად არ ვიცით, შემუშავების პროცესშია ეს ყველაფერი. ალბათ ,აგვისტოს ბოლოსთვის გვეცოდინება დაახლოებით როგორ უნდა მოვიქცეთ. ალბათ, ბავშვების რაოდენობაც შემცირდება - ჩვენ ყვლაფრისთვის მზად ვართ“ - თქვა მარნეულის საბავშვო ბაღის, „ჩიორას“ ხელმღვანლმა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, სააღმზრდელო პროცესის განახლებისას თერმოსკრინინგის ჩატარება აუცილებელი იქნება სამუშაო ვერსიის თანახმად, ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს. დეზინფექციის ჩატარება აუცილებელი იქნება აღსაზრდელებმა ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები