ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ამალა ჰარისი დაასახელა
აშშ-ის „დემოკრატმა“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას აქვს დიდი პატივი, კამალა ჰარისი დაასახელოს, რომელიც მისი თქმით „უშიშარი მებრძოლი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო მოხელეა”.

თავის მხრივ, ჰარისმა განაცხადა, რომ აქვს პატივი, „დემოკრატიული პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს.

„ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის გაერთიანება შეუძლია, იმიტომ რომ ის მთელ თავის ცხოვრებას ჩვენთვის ბრძოლაში ატარებს. მაქვს პატივი, ჩვენი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო და გავაკეთო ის, რაც მას ჩვენს მთავარსარდლად აქცევს.“

BBC-ი წერს, რომ კამალა ჰარისი, რომელიც კალიფორნიის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული პირველი ფერადაკანიანი ქალი და აზიელი ამერიკელია.

ჰარისი თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ მაიკ პენსთან, 7 ოქტომბერს დებატებს გამართავს.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print