საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1278- მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4 - ით
გაიზარდა და 1058-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7208 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.