“საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემსუბუქებაზე
გადაწყვეტილება სომხეთში უახლოეს დღეებში
გამოქვეყნდება”, – განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა,
ტიგრან ავინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე.
მისივე განცხადებით, შეზღუდვები მოიხსნება, ერთი ოჯახის წევრთა
შეკრების შემთხვევაში, ღია სივრცეებში ნიღბების ტარების
ვალდებულებაზე.
გარდა ამისა, სომხეთის ვიცე-პრემიერის თქმით, შეზღუდვები მოიხსნება
მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის საკითხშიც.
“არ იქნება რაიმე შეზღუდვა, არც ხანგრძლივობაზე და არც
შეკრებილთა რაოდენობაზე. სავალდებულო იქნება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური
წესების დაცვა – პირბადის ტარება და სოციალური
დისტანცია”.
გარკვეული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, სომხეთში საგანგებო
მდგომარეობა 11 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს.
ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 14 -დღიანი იზოლაციის ან
კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემთხვევაში, სომხეთში შესვლის უფლება
მიეცემათ.
დღეის, 13 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში
კორონავირუსის 229 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის
დადასტურებულმა შემთხვევებმა კი 41 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა
33 897 ადამიანი. 1047 – გარდაიცვალა.