სიახლე
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


წყარო: police.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია