სიახლე
სექტორები, სადაც ხელფასები ყველაზე მეტად შემცირდა
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2019 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 179 ლარით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 150 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც თვიური ხელფასი ყველაზე მეტად შემცირდა, ასე გამოიყურება:
  • საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა 352,7 ლარით (2020 წლის II კვარტალი - 2040,9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 2393,6 ლარი)
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება 255.9 ლარით (2020 წლის II კვარტალი- 878,1 ლარი, 2019 წლის II კვარტალი 1134 ლარი)
  • მშენებლობა - 151,2 ლარით (2020 წლის II კვარტალი 1621,4 ლარი, 2019 წლის II კვარტალი- 1772,6 ლარი)
  • ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები - 211.9 ლარით (2020 წლის II კვარტალი- 900.8 ლარი, 2019 წლის II კვარტალი -1112,7 ლარი)
  • პროფილური, სამეცნიერ და ტექნიკური საქმიანობები -113,5 ლარით ( 2020 წლის II კვარტალი -1786,9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი -1900,4 ლარი)

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია