საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი
შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით,
თუ 2019 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო
ხელფასი 1 179 ლარით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1
150 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც თვიური ხელფასი ყველაზე მეტად შემცირდა,
ასე გამოიყურება:
- საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებში დაქირავებით
დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა 352,7 ლარით (2020 წლის
II კვარტალი - 2040,9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი - 2393,6
ლარი)
- ხელოვნება, გართობა და დასვენება 255.9 ლარით (2020 წლის
II კვარტალი- 878,1 ლარი, 2019 წლის II კვარტალი 1134
ლარი)
- მშენებლობა - 151,2 ლარით (2020 წლის II კვარტალი 1621,4
ლარი, 2019 წლის II კვარტალი- 1772,6 ლარი)
- ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები - 211.9 ლარით
(2020 წლის II კვარტალი- 900.8 ლარი, 2019 წლის II კვარტალი -1112,7
ლარი)
- პროფილური, სამეცნიერ და ტექნიკური საქმიანობები -113,5
ლარით ( 2020 წლის II კვარტალი -1786,9 ლარი, 2019 წლის II კვარტალი
-1900,4 ლარი)