სიახლე
აგვისტოში ფულადი გზავნილები 25.8%-ით გაიზარდა - Top-10 ქვეყანა, საიდანა ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში 25.8%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა.

კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები განხორციელდა:
  • რუსეთი - 34.94 მილიონი დოლარი
  • იტალია - 27.95 მილიონი დოლარი
  • აშშ - 22.05 მილიონი დოლარი
  • საბერძნეთი - 20.64 მილიონი დოლარი
  • ისრაელი - 14.30 მილიონი დოლარი
  • თურქეთი - 9.65 მილიონი დოლარი
  • აზერბაიჯანი - 6.96 მილიონი დოლარი
  • გერმანია - 6.86 მილიონი დოლარი
  • ესპანეთი - 5.11 მილიონი დოლარი
  • საფრანგეთი - 2.81 მილიონი დოლარი
2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია