სიახლე
კახა ოქრიაშვილის თქმით, დმანისში მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ
კახა ოქრიაშვილი, რომელიც ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკის ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს, აცხადებს, რომ მის მხარდაჭერებს თავს დაესხნენ. ოქრიაშვილის თქმით, მომხდარს პოლიტიკური მოტივები აქვს და არ არის გამორიცხული, ამგვარი ქმედებები გაგრძელდეს:

“თავს დაესხნენ ერთ-ერთ პიროვნებას. მერიის წინ ყოველდღიურად კრიბავენ 10-10 პიროვნებას და რაღაც თავდასხმის იმიტაციას აკეთებენ. ვეჭვობ, შესაძლებელია განმეორდეს ასეთი რამ. მიზეზია პოლიტიკური მოტივაცია”, – ამბობს კახა ოქრიაშვილი “მთავარ” არხთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაპირისპირება დმანისში რამდენიმე დღის წინ მოხდა და მომხდარს იძიებენ ორი, ჯგუფური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით(სსკ-ის 126; 187 მუხლები).

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა გუნდს“.

“ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ ოქრიაშვილმა ცეზარ ჩოჩელთან ერთად პარტია დააფუძნა. ის მაჟორიტარად კენჭს საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” სახელით იყრის, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობას” კიდევ რამდენიმე პლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია