სიახლე
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გლდანში ნიკა მელია, ვაკეში ელენე ხოშტარია, მთაწმინდაზე კი ბექა ოდიშარია ლიდერობენ
ტელეკომპანია „ფორმულა“ მაჟორიტარულ ოლქებში Edison Research-ის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.

Edison Research-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შედეგები ასე ნაწილდება:

გლდანის მაჟორიტარულ ოლქში:

ნიკა მელია (ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია) – 52 %

ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 33 %

გიგლა მიქაუტაძე (ლელო) 12 %

ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) - 2%

სანდრო ბრეგაძე (ქართული მარში) - 1 %

სხვა -0 %

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში:

ელენე ხოშტარია (ოპოზიციის საერთო კანდიდატი) -39%

ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) -37%

ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -7%

ლევან კობერიძე (ლელო) – 5%

გია გაჩეჩილაძე (საქართველოს მწვანეთა პარტია ) -4%

ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი - 2%

სხვა -5%

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში:

ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება)-49%

შალვა შავგულიძე (ოპოზიციის საერთო კანდიდატი) – 36%

საბა ბუაძე (ლელო) – 10%

ჯაბა ჯიშკარიანი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -2%

სხვა - 3%

თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის მაჟორიტარყულ ოლქში:

ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) – 44%

გიორგი ბოტკოველი (ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია) -41%

ზურაბ ჭიაბერაშვილი (ევროპული საქართველო) -13%

სხვა -2%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია