სიახლე
„ჩემი წვლილი შევიტანე საკანონმდებლო პროცესში“ - მახირ დარზიევი პარლამენტარობაზე
2016 წელს არჩეულმა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა ქუთაისში 18 ნოემბერს ჩაატარა. თითქმის ოთხი წელია მას შემდეგ გასული. წელს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია მახირ დარზიევიც. ის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა. დარზიევმა ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო მოღვაწეობაში მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენები გაიხსენა.

„პარლამენტი ძალიან ნაყოფიერი კანონშემოქმედებითი პროცესით იყო დაკავებული და მეც ვღებულობდი მასში მონაწილეობას. ვიღაცეები ფიქრობენ, რომ დეპუტატისათვის ღილაკზე თითის დაჭერა ადვილია, მაგრამ ასე არაა, ზოგჯერ ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევდა. ყოველ კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს ვუჭერდი. ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი დავუჭირე. მე ვიყავი „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე საკანონმდებლო პროცესში“ - ასე აფასებს მარნეულელი პარლამენტარი საკუთარ ოთხ წლიან მოღვაწეობას

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე წარადგინა პროპორციული სიის პირველი ოცი კანდიდატი. მათ შორის არც ერთი მარნეულელი პარლამენტარი არაა. რადიო „მარნეულს“ მახირ დარზიევმა განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა იქნება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნების“ წევრი იქნება და სხვა პარტიაში გადასვლას არ აპირებს.

რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობენ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია