სენაკში სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა
სენაკის მე-2 ბრიგადაში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაინფიცირებულ თანამშრომელს სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.

წყარო: On
Print