სიახლე
დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

მას ბრალი ეფება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ბესელია მცხეთაში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.

დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. შემთხვევა თბილისში, რაგბის კავშირის შენობაში, 16 სექტემბერს მოხდა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია