IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგების თანახმად,
გამოკითხულთა 74 % 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას
„დიდი ალბათობით“ მიიღებს.
კერძოდ, კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 74 %-მა უპასუხა, რომ „დიდი
ალბათობით მიიღებს“, 16 %-მა აღნიშნა, რომ „ნაკლები ალბათობით“, 4
%-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს,
5%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს, 2
%-მა კი არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს
შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით
პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency
for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო
ცდომილება 2.5%-ია.