სროლის ხმა მე-15 მიკრორაიონში – Video
მე-15 მიკრორაიონში ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მე-4 სკოლის ტერიოტრიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მათი თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის არ გამხდარა.

კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.



წყარო: ინფო რუსთავი
Print