მარნეულში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა
მარნეულში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა.
ფილიალი რუსთაველის 47 ნომერში მდებარეობს. ორგანიზაცია ადგილობრივ მოსახლეობას აგრო, ავტო, იპოთეკურ, ბიზნეს და StartUp სესხებს სთავაბს. ამას გარდა, სერვისცენტრში შესაძლებელია ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა, ვალუტის გადაცვლა, კომუნალური თუ სხვა სახის გადახდების განხორციელება.

დაინტერესებული პირები "ემბისი"-ს ავტო სესხის მიღებას, საკრედიტო ისტორიის მიუხედავად, სწრაფად და მარტივად შეძლებენ. შესაძლებელია არსებული მანქანის შეფასების 80%-მდე თანხის მიღება

ნებისმიერი მიზნობრიობით. სესხის მაქსიმალური თანხა 50 000 ლარია, მანქანა კი მფლობელის სახლზე რჩება.

კომპანიაში განსაკუთრებული პირობებია აგრო სესხზე. 100 000 ლარამდე აგრო სესხის მიღება 11 თვემდე საშეღავათო პერიოდითაა შესაძლებელი. უმნიშვნელოვასენია ისიც, რომ სესხის დაფარვის გრაფიკი ინდივიდუალურია და მომხმარებლის ბიზნესის სეზონურობასა და შემოსავლებზეა მორგებული.

ამას გარდა, "ემბისი"-ში ვალუტის გადაცვლას ყოველთვის უკეთესი კურსით შეძლებთ. გზავნილების მიღება/გაგზავნა და სხვა სახის გადახდების განხორციელება კი ყველაზე სწრაფად, დაბალი საკომისიოთია შესაძლებელი.
ამჟამად, "ემბისი" საქართველოს მასშტაბით 14 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. კომპანიაში 170-მდე ადამიანია დასაქმებული.


რეკლამა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google