404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა. დირექტორი ხელზე 10 ათას ლარსს მიიღებს.

ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით.

სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობდა რვა კანდიდატი: ალექსანდრე ვახტანგოვი, რევაზი შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თამაზ ბიბილური.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია