404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ამირან გამყრელიძე-მოქალაქეებს: „არსებობს მხოლოდ ერთი იარაღი - პირბადე“
"პირბადის ტარების კულტურა უნდა გავაძლიეროთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ის ამბობს, რომ პირბადის გამოყენების შემთხვევაში ვირუსის გადადების რისკი 1%-ზე დაბალია.

„ჯერჯერობით, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს წამალი და არ ვიცით, როდის იქნება ან - ერთი ან - მეორე. არსებობს მხოლოდ ერთი იარაღი - პირბადე. ქვეყანაში პირბადის კულტურა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ. უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ როცა ორ ადამიანს უკეთია პირბადე და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი 1%-ზე დაბალია. ეს არის კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი. პირბადე, დისტანცია და შენობის ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით - თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ, დაავადებას შევაკავებთ. ზრდა გვაქვს, მაგრამ პროცესი მართვადია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა 3 პაციენტი იმსხვერპლა.

წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია