"პირბადის ტარების კულტურა უნდა გავაძლიეროთ", - ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან
გამყრელიძემ განაცხადა.
ის ამბობს, რომ პირბადის გამოყენების შემთხვევაში ვირუსის გადადების
რისკი 1%-ზე დაბალია.
„ჯერჯერობით, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს წამალი და
არ ვიცით, როდის იქნება ან - ერთი ან - მეორე. არსებობს მხოლოდ ერთი
იარაღი - პირბადე. ქვეყანაში პირბადის კულტურა მაქსიმალურად უნდა
გავაძლიეროთ. უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ როცა ორ ადამიანს
უკეთია პირბადე და მათგან ერთი ინფიცირებულია, გადადების შანსი 1%-ზე
დაბალია. ეს არის კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღი.
პირბადე, დისტანცია და შენობის ხშირი დამუშავება სადეზინფექციო
ხსნარებით - თუ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ, დაავადებას
შევაკავებთ. ზრდა გვაქვს, მაგრამ პროცესი მართვადია“, -
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის: დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსმა 3 პაციენტი იმსხვერპლა.