404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
"მოქალაქეებთან ჯარიმებით საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს" - მთავრობა
"მოქალაქეებთან ჯარიმებით საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მან დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

„იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმებით საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს. სამწუხაროდ, ჯარიმების გარეშეც და მკაცრი მიდგომების გარეშეც უნდა ვიცოდეთ და ვატარებდეთ პირბადეს, დისტანციას უნდა ვიცავდეთ. ინფიცირების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თითოეული ჩვენგანი რამდენად დაიცავს წესებს. უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული წინდაუხედავი ნაბიჯები, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან. თავი შეიკავეთ მაქსიმალურად“, - განაცხადა ნათია მეზრვიშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 მოქალაქე გარდაიცვალა.

წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია