საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე,
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან
კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1643
-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.