„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს
„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტიას მაჟორიტარი კანდიდატი ოფიციალურად მხოლოდ თბილისის სამ ოლქში ჰყავს დასახელებული და ესენი ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე არიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print