მარნეულის საარჩევნო კომისიაში „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებების განხილვა მიმდინარეობს
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომოსია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის საჩივრების განხილვის პროცესშია.  მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი განცხადებების განხილვის ვადებს არ გვისახელებს, თუმცა ამბობს, რომ განმცხადებელს გადაწყვეტილებას წერილობით აცნობებენ.

„მისი განცხადებები განხილვის პროცესშია და წერილობით ეცნობება ბატონ გიორგის. ყველა საკითხი, რომელზეც მოგვმართავენ, ვიხილავთ და სათანადო პასუხს ვწერთ სათანადო დროში. ვადებში ვეტევით და რა ვადებიც გვაქვს, იმ ვადებში ჩავეტევით და ისე გავცემთ პასუხს“ - თქვა მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ანი ილურიძემ.



პირველი საჩივარი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში „სამქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელმა, გიორგი მუმლაძემ, 21 სექტემბერს შეიტანა, რომელზეც წესით დღეს უნდა მიიღოს პასუხი. საქმე ეხება 20 სექტემბერს, სოფელ საიმერლოში , "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრას მოსახლეობასთან, რომელსაც ესწრებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული, საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი დამოუკიდებელი წევრი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

კიდევ ერთი განცხადება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სახელით მუმლაძემ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში 22 სექტემბერს შეიტანა. მუმლაძის განმარტებით, მარნეულის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის, 19 სექტემბერს, სადახლოში მოსახლეობასთან შეხვედრას, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, N33-ე საარჩევნო უბანზე არჩეული ნეიტრალური წევრი ფარმან ალაზოვი ესწრებოდა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით, რაც ასევე, შესაძლოა გახდეს საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები