404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის პურის ფასი არ გაზრდილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ.

მისი განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

„ თბილისში პურის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო. გვესმის კარგად, რომ ლარი გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასი შეიცვალა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც პურზე და არც ფქვილზე ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა და წარმოებები სტაბილურად მუშაობენ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. ძალიან ბევრი წარმოება აღარ მუშაობს, მუშაობს ის, ვინც ამ ხარჯების ზრდას უძლებს“,-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია