რუსეთში კორონავირუსის 6 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 149 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 128 836-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 149 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 19 948-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ - 19-სგან 929 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print