404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია — ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ამის შესახებ მან, დღეს, 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს”,
— ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესიც.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია