ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავისუსით დაინფიცირების
შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა.
მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები
გააკონტროლებენ.
ადგილობრივის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში
ამოქმედდა ცხელი ხაზი.
,,ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება
სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მათი თერმოსკრინინგი.
მოვუწოდებთ ყველას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა
თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის გავრცელება", -
აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში
კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში
ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. გურიაში კოვიდინფიცირებულთა
რაოდენობა 84-ია.