სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ მეუღლისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1 პირი დააკავა
11:01 / 25.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეუღლისა და
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის
ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ
ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს - 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს,
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების
დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით
დაემუქრა.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის
მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა
151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.