404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ბათუმში გარდაიცვალა 54 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი
საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირებული კაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს, 10:00 საათზე“
, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია