აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება. ინფორმაციას „ტრენდი“ ავრცელებს.

სამინისტროს თქმით, ეს სომხეთისთვის ბოლო გაფრთხილებაა, რომ აზერბაიჯანი შესაბამისი საპასუხო ზომების მიღებისთვის მზად არის.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

წყარო: პირველი არხი
Print