საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე,
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
შესაბამისად, ვირუსით საერთო ჯამში 31 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-ს
შეადგენს. 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარატინის რეჟიმშია 5637
მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო
კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება. ამასთან, უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.